გეგმა

გაკვეთილის მთავარი გეგმა
უილიამ შექსპირი
ვინ იყო უილიამ შექსპირი? რა ვიცით მისი შემოქმედების შესახებ?
საგანი / პედაგოგი
ინგლისური, ნონა გელოვანი.
სწავლების საფეხური
საბაზო
მოსწავლეთა პროფილი
30, განსაკუთრებულ მიდგომას მათგან  არ საჭიროებს არცერთი.
გაკვეთილის მნიშვნელობა / აქტუალობა
მოსწავლეების დაინტერესება , ლეკსიკური მარაგის გამდიდრება და მისი თავისუფლად გამოყენება, Internet-ისა და  Power Point-ის გამოყენებით პრეზენტაციის მომზადება.
გაკვეთილის მიზანი
შექსპირის ბიოგრაფიული ცნობების შესწავლა, მისი შემოქმედების შესახებ გარკვეული წარმოდგენის შექმნა, დასკვნების გაკეთება და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება. ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
წინასწარი ცოდნა
Internet-ის  და Power Point-ის გამოყენება, სიტყვათა მარაგი.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
მოსწავლეთა ცოდნის შესაბამისი  ტექსტები, 6 კომპიუტერი,პროექტორი, ფურცლები, კალმები, Power Point, Internet, სათარგმნი სისტემები.
შეფასების საგანი და პროცედურები

შეფასების სქემა ჯგუფური მუშაობისთვის
   კრიტერიუმები:
1-5 ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა, ვერ დაგეგმა , ამიტომაც სამუშაო არ იყო ორგანიზებული.ფუნქციები არ განაწილებულა.
6-7 ჯგუფმა სამუშაოს მიზანი გააცნობიერა, სამუშაო დაგეგმა, მაგრამ დროდადრო უხდებოდა გეგმიდან გადახვევა.ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა.
8-10 ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად გააცნობიერა, კარგად დაგეგმა და შეასრულა გეგმის ყველა პუნქტი. სამუშაო იყო ორგანიზებული , ჯგუფის წევრებს შორის თანაბრად განაწილებული.
გაკვეთილის მსვლელობა /
საკლასო მენეჯმენტი

1.      სიის ამოკითხვა.          2 წუთი.
2.      მოსწავლეთა წინასწარ დაკომპლექტებული 5 ჯგუფი იწყებს Power Point ში  მომზადებულ პრეზენტაციას თემაზე „უილიამ შექსპირი“, თითო ჯგუფისთვის განკუთვნილია 5 წუთი.  25 წუთი.
3.      პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს კომპიუტერის ეკრანზე დახვდებათ წინასწარ გამზადებული საქაღალდე მასში მოცემული დავალებით. დავალებაში  მოცემულია შექსპირის  „ ადამიანის შვიდი ასაკი“.  სათარგმნი სისტემის გამოყენებით ჯგუფები თარგმნიან სიტყვით ერთეულებს, ცდილობენ ჩასწვდნენ ტექსტის თარგმანს და მის დედააზრს. ბავშვები მსჯელობენ თუ რომელი ასაკია ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ან სავალალო. 15 წუთი.
4.      შეფასების სქემის მიხედვით მოსწავლეები ახდენენ თვითშეფასებას. 2 წუთი.
5.       მოსწავლეებს ეძლევათ დავალება დაწერონ თხზულება „ ველაზე კარგი და უარესი პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში“ 1 წუთი.

Комментариев нет:

Отправить комментарий